Archive for აპრილი, 2010

ვინ გჟიმავს შენ? (მაია ასათიანი)

აპრილი 22, 2010

ერთი წუთით წარმოიდგინე სცენა: გძინავს ღრმა და ტკბილი ძილით და გესიზმრება მწვანე ველი, ლამაზი ყვავილებით მოფენილი. უცბად, შენთვის მოულოდნელად ამ ველზე დიდი ფალოსი ჩნდება და შენკენ მოდის. გიკვირს. შოკში ხარ, მაგრამ ის მაინც მოდის. ცოტა ხანში კი ეუფლება შენი სხეულის უკანა შესავალს და ბრახ და გეღვიძება და ხედავ, რომ ვიღაც კაცი გაზის და ცდილობს მძინარე გაგაუპატიუროს! რა რეაქცია გექნება?

არ გაიკვირვო ახლა, რადგან ეს შენთვის უცხო არაა. შენ თუ ხარ ის, ვინც ყოველ ხუთშაბათ საღამოს, გემრიელად კალათდება ტელევიზორის წინ, რთავს „რუსთავი 2“ზე და სიამოვნებისგან ცმუკავს, როდესაც ესმის გადაცემა „პროფილის“ მუსიკა, ჩათვალე, რომ ასე გჟიმავენ! მოდის, მოდის, მოდის გიგანტური ფალოსი. გეღიტინება უკვე?

ვინ იფიქრებდა ადრე, გადაცემა „დროების“ ყურებისას, რომ ეს უწყინარი გოგო, რომელიც ამზადებდა უწყინარ სიუჟეტებს და ქონდა პლიუშის სათამაშო საყვარელი თაგუნას სახე, ოდესმე ასეთ მონსტრად გადაიქცეოდა? ვერც ვერავინ.

შენ ხარ ჭორიკანა? უყურე „პროფილს“. შენ გიყვარს „სთარების“ ცხოვრება? უყურე პროფილს. შენ ხარ პატრიოტი? უყურე პროფილს. შენ ხარ უსაქმური? უყურე „პროფილს“. შენ ხარ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი? უყურე „პრფილს“. ვინ ხარ შენ საბოლოო ჯამში? პასუხი მარტივია: ის ვისაც სიამოვნებს, რომ ძილის დროს ჟიმავენ გიგანტური ფალოსები.

შენ ბევრი საქმის მოგვარება შეგიძლია ამ გადაცემის ყურებით. მაგალითად:

ქველმოქმედება რთული საქმეა, ადამიანური თანაგრძნობის უნარი ბევრს არ შესწევს. გადაცემა კი გაძლევს საუკეთესო შნასს, რომ გახდე კეთილი! დიახ, დიახ. უყურე სიუჟეტს, ვინმე ღარიბი მოხუცის შესახებ, რომელიც შვილმა მიატოვა; უყურე სიუჟეტს ვინმე უნარშეზღუდული ადამიანის შესახებ, რომელსაც ოპერაციისთვის სახსრები არ ყოფნის; უყურე გაჭირვებულებს, დავრდომილებს; უყურე გულის ამაჩუყებელი მუსიკის ფონზე; უყურე ცრემლიან თვალებს და ჰოი საოცრებავ! ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ შენ ცრემლი გადმოგგორდეს თვალებიდან და გახდე თანამგრძნობი, გაიზიარო სხვისი, სრულიად უცხოს გაჭირვება, ეს კი უკვე დიდი სათნოებაა, მეგობარო! შენ უკვე ხარ სათნო! სულ რაღაც 10 წუთიანი სიუჟეტი და შენ ხარ კეთილი! აიღე მობილური, გადარიცხე რაღაც ანგარიშზე ლარიანი და უკვე ხდები ქველმოქმედი! პასიური სიკეთიდან აქტიურ სიკეთეზე გადადიხარ! გილოცავ, ნამდვილად მოსალოცი ხარ.

პატრიოტიზმიც რთული საქმეა. ყველას კი არ ძალუძს უყვარდეს თავისი ქვეყანა და მით უმეტეს თუ მისი ქვეყანა თანამედროვე საქართველოა? რეცეპტი აქაც მზაა: უყურე სიუჟეტს, რომელიც აფხაზეთის ომს ეხება; უყურე სიუჟეტს, რომლიც აგვისტოს მოვლენებს ასახავს; უყურე სიუჟეტს, რომელიც დევნილების სენტიმენტებს აღწერს და ქართულ_აფხაზურ_ოსურ მეგობრობას გახსენებს და ნახავ კიდევ ერთ საოცრებას! შენ, რამდენი წლისაც არ უნდა იყო, რა ინფორმაციაც არ უნდა გქონდეს აფხაზეთისა და ოსეთის შესახებ, სულ რომ არ იცოდე რას ნიშნავს სიტყვა „ომი“, მაინც მიხვდები, რომ რაღაც სერიოზული დანაკლისი გაქვს, რომ გიყვარს შენი დაჭრილი ქვეყანა და რომ შენ გინდა მისი გამთლიანება! აიღე შენი სათამაშო იარაღი და გავარდი გარეთ! შენ უკვე ხარ კეთილიც და პატრიოტიც და ამისთვის სულ რაღაც ნახევარი საათი დაგჭირდა!

მორწმუნე! იყო ნამდვილი მორწმუნე, ეს მეტისმეტად რთულია. ამას ჭირდება წლების გონებრივი და ფიზიკური შრომა, ნებისყოფა და ა.შ. მაგრამ აბა „პროფილი“ რისი “პროფილი“ იქნებოდა, ამის რეცეპტიც რომ არ დაემზადებინა? შენ თუ ერთხელ მაინც ნახავ პატრიარქზე მომზადებულ გადაცემას, ნამდვილად მიხვდები, რომ მართლმადიდებლობა ეს ისაა, რაც შენ გჭირდება. ისეთი შეგრძნება გაგიჩნდება, თითქოს ქრისტე შენს გვერდით ზის და ამ გადაცემას უყურებს. შენ ხდები მორწმუნე, ეს კი მართლა სასწაულია! გადაცემის მერე გინდება, რომ წახვიდე ეკლესიაში და აღარ გამოხვიდე იქიდან არასდროს და განა მეტი რა არის მორწმუნეობა? შენთვის არც არაფერი.

შენ უკვე ხარ კეთილი, პატრიოტი და მორწმუნე. ნელ_ნელა იძენ იუმორის გრძნობას სხვადასხვა სიუჟეტების ყურებისას, იხვეწავ გემოვნებას და უბრალოდ სწავლობ ცხოვრებას. შენ ხდები თანამედროვე, იდეალური მოქალაქე! ასეთები ჭირდება სახელმწიფოს! ნუ ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს, ალბათ.

ქალბატონო მაია და ძვირფასო ტელევიზიავ და სარედაქციო კოლეგიავ, გული მწყდება, რომ ცუდად მძინავს ხოლმე. ძალიან გთხოვთ, არ გამომაპაროთ და როცა ღრმად ჩამეძინება, მომელანდეთ გიგანტურ ფალოსებად და მეც გამჟიმეთ! მეც მინდა განვიცადო მეტამორფოზა და გავხდე იდეალური ადამიანი, ჩვენი თაობის ზეკაცი. მინდა, მაგრამ აქამდე ჯერ ბევრი შრომა მომიწევს, ვიცი და ვეგუები ამას. შენ, ვინც უკვე გაგჟიმეს, არ გეტკინა? ამის მეშინია რა და ერთი ეს მაბრკოლებს, თორემ დანარჩენი არაფერი. სწორი ნაწლავია მაინც და რავი აბა, ვერიდები, კაცი ვარ ბოლობოლო. მაგრამ ეს ის აუცილებელი მსხვერპლია, რასაც „ზეკაცი“ მოითხოვს, ალბათ!

                     

                                          

(პატივისცემით შენი ერთგული კომედიანტი. დღეს გამოვედი იზოლატორიდან და მშვენიერ განწყობაზე ვარ, თუმცა იმდენად დამაშინეს წამებისას, რომ გადავწყვიტე მათზე არაფერი დავწერო 😉 )

Advertisements

ანტისექსი ანტიადამიანების შესრულებით (ინტერვიუ ბატონი ჯანოს საყვარელთან)

აპრილი 21, 2010

  ბატონი ჯანოს სულში ჩასაწვდომად, ვის ვის და მის ერთ- ერთ ყოფილ საყვარელს მივმართეთ. ჩავწერეთ მეტად საინტერესო ინტერვიუ და ვფიქრობ. ქალის ვინაობას ანონიმურად დავტოვებთ, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. ინტერვიუერი გახლავართ ბიჭი ნაზარეთიდან (ბ.ნ.). ქალის ინიციალები კი იქნება ხვ. _ ხვრელი. თუ რატომ, ამას ინტერვიუს შემდეგ შეიტყობთ.

ბ.ნ.: გამარჯობა.

ხვ.: გამარჯობა.

ბ.ნ.: შენ დამირეკე?

ხვ.: კი, მე ვიყავი.

ბ.ნ.: კარგი, ნუ გერიდება. შენი გვარი არსად იქნება მითითებული, შეგიძლია თამამად მესაუბრო ყველაფერზე, რაზეც გინდა.

ხვ.: კარგი. მე მტყნავდა ჯანო. უი ჰო, ჟარგონზე როგორ ხარ?

ბ.ნ.: რავი აბა, მკიდია, როგორც გინდა ილაპარაკე.

ხვ.: კაი. მოკლედ, რესტორანში გავიცანი. კაცები იჯდნენ და ერთ_ერთმა მათგანმა დამირეკა და ჩვენი გამგებელი უნდა გაგაცნო, მოდი დროზეო. მივედი. ვიცოდი, რომ უნდა გავერღვიე ახლა ამ ღიპიან ბიძერს შუაზე და ცოტათი მეზარებოდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა.

ბ.ნ.: შეგიძლია თქვენი პირველი სექსის დეტალები გაიხსენო?

ხვ.: მაგას რა დამავიწყებს.

ბ.ნ.: რატომ? ასეთი ტემპერამენტულია ბატონი ჯანო?

ხვ.: რა ტემპერამენტული (იცინის). ახლავე გეტყვი მოკლედ და შენ თვითონ მიხვდები.

ავედით ნომერში. მობილური გამორთო ეგრევე და მაგიდაზე დააგდო. გაიხადეო მითხრა. მე მივეფერე, ვიფიქრე ასე თანდათანობით აჯობებდა გახდა, მარა არა, გაიხადე და მე ჩემთვის გავიხდიო.  რა მექნა, ავდექი და დავიწყე გახდა, რაც შეიძლება სექსუალურად. მიყურა, მიყურა და ბოლოს მიხვდა, რომ ამდგარი ქონდა და შარვალი ჩაიხადა ეგრევე.

_ მინეტი გამიკეთე! _ მიყვირა და თავში ხელები მომკიდა. არც ეს შემიცხადებია მაინცდამაინც. ავდექი და მის ყლეს მივეფერე. ცოტათი ჭუჭყიანი და სუნიანი ქონდა, თან პა ხოდუ ალკოჰოლის სუნი ასდიოდა მთელი ტანიდან და თან მინეტის კეთებისას, მაგის თეთრი საროჩკა მხვდებოდა სახეზე და ნერვებს მიშლიდა. რაღაც ნამეტანი დიდი საროჩკა ეცვა, ალბათ ასეთია წესი, პარაშუტივით ქონდა (იცინის).

ბ.ნ.: განაგრძე, საინტერესოდ ყვები.

ხვ.: ხო არ აგიდგა? (იცინის).

ხო, მოკლედ გავუკეთე მინეტი და მალე ქანაობა დაიწყო. მეთქი ასე გამოხატავს ეს სიამოვნებასთქო და ეს_ესაა უნდა ჩაათავოსთქო, მაგრამ შევცდი იმიტომ, რომ ავხედე და დავინახე, აკიმარებდა ტიპს, ეძინებოდა მაგრად. ლოგინზე დავაწვინე.

_ მინეტი გამიკეთე შე ბოზო! _ მიყვიროდა, მაგრამ არაფრის ტრაკი არ ქონდა, დაეგდო ლოგინზე. მე საროჩკა შევხსენი და ძლივს გავხადე.

_ მინეტი! _ ყვირილს არ წყვეტდა. ნერვები მომეშალა. მეთქი გავუკეთებ ამას ამ მინეტს და როცა ჩაათავებს, ჩაათავოს, თავშიც ქვა უხლიათქო, მაგრამ მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ მინდოდა ბოლომდე დამეკერა. კარგი ყულაბა შეიძლებოდა დამდგარიყო. ამიტომ, დავტუქსე რბილად და ვუთხარი მომყოლოდა და მოვაჯექი.

ბ.ნ.: არ შეგწინააღმდეგებია? ხელი ხო არ გაურტყამს?

ხვ.: ხელებს იქნევდა, მაგრამ ვერ მარტყამდა, მაგარი გალეწილი იყო. მოკლედ, მოვაჯექი და კარგა ხანი ვიჯირითე. მთვრალი იყო და ჩემდა ჭირად ვერ ათავებდა. მე კიდე ხან ანალს ვთავაზობდი, ხან ვუწუწნიდი, ხან ვატრიალებდი მუთაქასავით, მარა ჩემი ფეხები, არაფრის ტრაკი ამას არ ქონდა. ოდა ავდექი და დავუნძრიე და ისე გავათავებინე. სახეზე მომათესლა და რო მნახა, გაუსწორდა ტიპს აშკარად და ეგრევე დაეძინა.

ბ.ნ.: მერე შენ?

ხვ.: რა მე?

ბ.ნ.: ორგაზმი და რამე.

ხვ.: ეგ როგორ მკიდია ნეტა იცოდე რა (იცინის). მაგისთვის ჯადოსნური ვიბრატორი დამაქვს თან და სექსის მერე მაგით ვიკმაყოფილებ თავს ბოლომდე. იცი რა საკაიფო რამე? რამდენიმე პროგრ…

ბ.ნ.: მოიცა, მოიცა. შენი ვიბრატორი არ მაინტერესებს ახლა. ბატონ ჯანოზე მითხარი კიდე რამე.

ხვ.: მეტი რა გითხრა აბა. მეორე დღესაც მოვიდა და ცოტა ნორმალურად გამჟიმა, მესიამოვნა კიდეც ცოტათი. მესამე დღესაც და ასე რა, სამსახურის მერე მოდიოდა.

ბ.ნ.: რამეს შვრებოდით სექსის გარდა?

ხვ.: კი. ეკლესიაში დამათრევდა და თავის ოჯახთან ერთად მაყენებდა, ცოლს ეუბნებოდა ეს ახალი კადრია, მაგარი პროფესიონალიაო (იცინის).

ბ.ნ.: ცოლი რას ეუბნებოდა?

ხვ.: რა უნდა ეთქვა, უცინოდა, ეჭვიც არ მეპარებაო.

ბ.ნ.: რამე ჩვევა არ ქონია?

ხვ.: კი, სექსის დროს ჯვარს იხსნიდა და მუხლზე დამდგარი კოცნიდა. სხვანაირად მე მგონი არც აუდგებოდა (იცინის).

ბ.ნ.: და მერე? როგორ დამთავრდა თქვენი ურთიერთობა?

ხვ.: ერთხელ მოვიდა და მითხრა, ბოზი ხარო, სატყნავად მევასებოდიო მარტო, ისე მაგრად სირზე მკიდიხარო. ოჯახი მყავს მე და 13 შვილიო, არ მცალია შენთვის და ხმა არ ამოიღო, თორე მოგიტყნავ დედის ტრაკსო.

ბ.ნ.: რატომ ამოიღე მერე?

ხვ.: მევასება ამოღებები (იცინის).

ბ.ნ.: კარგი, მადლობა საუბრისთვის.

ხვ.: სადმე დამპატიჟებ?

ბ.ნ.: კარგად (ვუღიმი).

მოკლედ, ეს იყო და ეს. ცოტათი ვულგარული ქალი იყო, გამომწვევი და აშკარად დაბოღმილი ბატონ ჯანოზე და თქვენთვის მომინდვია მისი სიტყვების სიმართლის ხარისხის დადგენა.

ხო, რაც შეეხება მის ინიციალებს, რომელიც სიტყვა „ხვრელიდან“ მოდის. თავად მითხრა, ასე დამწერეო. რატომ მეთქი რომ ვუთხარი, ხვრელი ვარ, მა რა ჩემი ყლე ვარო? ასე პირდაპირ და უსირცხვილოდ მიპასუხა. კარგია როცა საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ აქვს ადამიანს 🙂

პატივისცემით თქვენი ბიჭი ნაზარეთიდან 😉

ლესტვერის გამგებელი, მითი თუ რეალობა

აპრილი 21, 2010

მინდა მომდევნო რამდენიმე პოსტი, მივუძღვნა ამ თემას.  მოკლედ, რა ხდება…

თუმცა, ჯერ სანამ გეტყოდეთ, რაზე მინდა ვისაუბრო, მანამდე გეტყვით, თუ რატომ არ ვიღებდით ხმას ეს დღეები. საქმე იმაშია, რომ კომედიანტი სოდ_ის იზოლატორშია მოთავსებული. ჩვენ ხომ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ არა? ჩვენთან ხო მედია თავისუფალია? ჰოდა, ა ბატონო თქვენი თავისუფლება. ხმა გამოვიდა, რომ ბატონი ვანო თავად აწარმოებს დაკითხვებს. თუმცა ეს იქით იყოს, მერე ამ თემასაც მივუძღვნი ერთ პოსტს.

ახლა კი ვისაუბროთ ლესტვერის გამგებელზე. ვინ არის ის?

ჩვენ, ხელში ჩაგვივარდა ბატონი ჯანოს შესახებ მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია და გადავწყვიტეთ მას დავკავშირებოდით, თუმცა მან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

ცხადია, ვანოზე გამწარებულებს, ეს არ დაგვაკმაყოფილებდა და შევუდექით კვლევა_ძიებას. გამოვკითხეთ მოქალაქეები, ბატონი ჯანოს დედისგან ვიყიდეთ ძროხა და შედეგად, მოვიპოვეთ მისი დღიურიც. მის თანამშრომლებს ვესაუბრეთ და შევაგროვეთ მასზე უამრავი გულწრფელი და ანონიმური მოსაზრება. ეს ყველაფერი კი თქვენ აუცილებლად დაგაინტერესებთ. ამაში დარწმუნებული იმ მარტივი მიზეზის გამო ვარ, რომ ყოველი მეორე თქვენგანი პირწავარდნილი ჭორიკანაა.

                   (გაფრთხილება: სურათზე გამოსახული პიროვნება არ გახლავთ ბატონი ჯანო, რომელზეც აქ და ქვემოთ ვილაპარაკებთ. საქმე მარტივადაა: ამ მეტად სახასიათო სურათს, გუგლში წავაწყდი. რა ჩემი ბრალია, რომ “გამგებელი”ზე ეს სურათი ამომივარდა? დიდი მადლობა სურათის ავტორს და სურათზე გამოსახულ პიროვნებას, რომ ჩვენი პოსტი უსურათოდ არ დატოვა.)

ვინ არის ბატონი ჯანო?

ის დაიბადა 1959 წლის 21 დეკემბერს. არის მაღალი და სოფელ ლესტვერის მაცხოვრებელთა კვალობაზე, საკმაოდ ქარიზმატულიც. ლაპარაკობს ლესტვერულ აქცენტზე და არის პატრიოტი_ნაციონალი, როგორც მისი პარტბილეთი გვაუწყებს ამას. ბატონი ჯანოს ჰობია ნადირობა, ცოლის მიერ შიშველ თითებს შორის მოფერება და სამდღიანი ქეიფი. „მეტი უკვე მარაზმია“ _ ამბობს ის ამ უკანასკნელი გატაცების თაობაზე. ბატონი ჯანო ხალხს უყვარს, ყოველ შემთხვევაში თავად ასე ჰგონია. ბატონ ჯანოს ყავს ერთი ცოლი და 13 შვილი _ ის ამ ციფრს მიაწერს პატრიარქის მოწოდებას დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების შესახებ. 5 წლის წინ კი ამბობდა, რომ უბრალოდ პრეზერვატივით სექსი არ ეხატებოდა გულზე. ბატონ ჯანოს ყავს ერთი საყვარელიც.

მოკლედ, დღეიდან, მე, ბიჭი ნაზარეთიდან, რამდენიმე საინტერესო პოსტს შემოგთავაზებთ ბატონ ჯანოზე და ვეცდები გავაქარწყლო მის შესახებ გავრცელებული ათასგვარი ჭორი. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ამ კაცს!

რაც გვწამლავს, იმითვე განვიკურნოთ _ ვანო ექიმის გეგმები

აპრილი 16, 2010

  

არ დავაყოვნებ და პირველ „საქმიან“ პოსტს დღესვე შემოგთავაზებთ.

საქმე მეტისმეტად კონკრეტულია და ეხება, ერთ უწყინარ ინტერვიუს. ისე, რაა აქ განსახილველი, განა რამე უცნაურია იმაში, რომ მინისტრი ინტერვიუებს იძლეოდეს? რომელი მინისტრი არ იძლევა ინტერვიუებს, თუნდაც ყველაზე უტყვები. სადაც თევზაძის ინტერვიუები გვახსოვს თავისი ფილოსოფიური პასაჟებით, ბატონი ვანო ვისზე ნაკლებია.

ინტერვიუს გადმოკოპირებას არ ვაპირებ, მხოლოდ ერთ აბზაცს წარმოგიდგენთ:

„იცით, გივი თარგამაძემ 2008 წლის აგვისტოში რუს სამხედროებს 50 ათასი დოლარი შესთავაზა, გორში სტალინის ძეგლი რომ დაენგრიათ. მაშინ ხომ არაოფიციალური კონტაქტები იყო, და ფულით რუსებისგან რაღაცების გამოსყიდვა შეიძლებოდა. გორი ხომ დაბომბეს, მაგრამ სტალინის ქანდაკებისთვის ხელი არ უხლიათ“ („ლიბერალი“; №26).

                           

ეს სტალინის ძეგლი ყოველთვის თვალში გვეჩხირებოდა. ახლა არ გამოხტეთ რომელიმე ფუნდამენტალისტი და არ თქვათ, რომ ეს ისტორიაა, ეს აუცილებელია და მსგავსი სისულელეები. სტალინის ძეგლი მარაზმია და ცხადია უნდა დაგვენგრია.

მაგრამ აქ ჩნდება მეორე კითხვა: ვის უნდა ეთავა ეს საქმე? განა სტალინის რეჟიმის პირმშოები, შევარდნაძის მეთაურობით, ამას ოდესმე იზამდნენ? ცხადია, ეს კითხვა აბსოლუტურად რიტორიკულია.

ვინ ვინ და რევოლუციონერი მეამბოხეების დანიშნულება გახლდათ ძეგლის დანგრევა. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მთავრობა ზრუნავს ხალხზე. არ იცით რა ჯინიანებიც ვართ, ასე პირდაპირ რომ დაენგრიათ, ხომ ავტეხავდით ერთ ამბავს, არიქა და ამ ლაწირაკებს თავი ვინ გონიათო? აბა რას ვიზამდით, ყველაფერი საპირისპიროდ უნდა გავაკეთოთ. ეს კი იცოდნენ ჩვენი რევოლუციის პირმშოებმა და არ აგვაბუნტეს, სამაგიეროდ,  ნახეთ რა მოიფიქრეს: რუსები მოიტყუეს გორამდე და უწყოდნენ რა, მათი ხარბი ბუნების შესახებ, ქრთამი შეთავაზეს! გეგმა, შხამს შხამი კურნავს, უნდა ამოქმედებულიყო! დაე, მათივე ბელადი მათივე ხელით განადგურებულიყო! ბრავო, ძალიან ირონიულია და მახვილგონივრული. წარმოიდგინეთ, რუსები სტალინის ძეგლს ანადგურებენ გივი თარგამაძის მიერ შეთავაზებული ფულით! შესანიშნავია! ამის შემდეგ, საქართველოს იმიჯი, აშკარად გაიზრდებოდა.

ცოტათი დაფიქრდით და მიხვდებით ამ ნაბიჯის უნიკალურობას. დავუშვათ, დაენგრიათ. მაშინ რა გამოვიდოდა? რუსები ფულის სანაცვლოდ ყველაფერს ჩადიან და სტალინის ძეგლსაც კი აფეთქებენ! ფუჰ, ეგ საზიზღრები! და რომ არ აეფეთქებინათ (საბოლოო ჯამში ასეც მოიქცნენ და სხვა რაღაცეები ააფეთქეს სანაცვლოდ, მაგრამ ამ თემას ნუ შევეხებით, ესეც ალბათ რაღაც გეგმის ერთი ნაწილი იქნებოდა)? მაშინ, გამოდის, რომ რუსები ჩარჩენილები არიან! ფუჰ, სტალინისტები, კომუნისტები, წითლები, დამპლები, ნახეთ, ამათ ვინ უნდა დაინდონ, პროგრესი ამათთვის საგინებელი სიტყვაა!

დიდი მადლობა ვანო, რომ ასეთი ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღება შეგიძლია, მაგრამ შეიძლება ხალხმა ვერ გაგიგოს მაინც. არ იცი, ბრბოა რა, რასაც ჩასძახებ იმას ამოგძახებს. ახლა დაიწყებენ ვიღაც ახალგამოჩეკილი ოპოზიციონერები იმის მტკიცებას, რომ ეს დანაშაულია, რომ როგორ თუ ქრთამს აძლევდით მტრის ჯარს, რომ როგორ თუ ომის დროს ჩვენი ტერიტორიის კიდევ უფრო დარბევას სთავაზობდით და ამისთვის ფულსაც კი უხდიდით, მოღალატეებო, მკვლელებო, ბლაბლაბლა… ნუ, როგორც იციან ხოლმე რა, აჭიჭყინდებიან, ცოტათი ქულებს დაიწერენ და მერე გაჩერდებიან. მაგრამ ჩემი, ერთი რიგითი მოქალაქისა და პატრიოტის, თხოვნა იქნება პირადად შენს მიმართ, რომ ერთი ნაბიჯითაც არ დაიხიო უკან!

დიახ, დიახ. შეიძლება რაღაც გეგმა შემოგთავაზო? ბოლობოლო, სახემწიფოს, ხომ ყველანი ერთად ვაშენებთ. აი მაგალითად, რა ვქნათ იცი, შემოვიტყუოთ რუსები თბილისში (ხალხი მაინც მიჩვეულია უკვე) და ბრახ და ყველა შენობა, რასაც კომუნისტური წარსული აქვს, ავაფეთქებინოთ! იფიქრე ამაზე, ვანო. ნუ ცოტათი ფული შეიძლება გამოგვძალონ, მაგრამ მერე რა, სამაგიეროდ, თბილისს გავწმენდთ ნაცრისფერი კორპუსებისგან, საბჭოთა სიმბოლიკისგან და ა.შ. განა არ ამართლებს მიზანი საშუალებას? მოიცა, მოიცა, იქნებ, ჩვენი პრეზიდენტიც სწორედ ამას გულისხმობს, როდესაც ახალ თბილისზე საუბრობს? ღმერთმა ქნას, ღმერთმა. მე მომხრე ვარ თქვენი და სრულიად გენდობით!

თქვენი არ ვიცი ძვირფასო მკითხველო და მე კი მომბეზრდა რა ეს „ხრუშოვკები“. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ძველი, რომ ავაშენოთ ახალი და ახლის შენება დამპალ საფუძველზე არ გამოვა, არა! შეიგნეთ ეს ერთხელ და სამუდამოდ. დაიწერეთ და ძილის წინ იმეორეთ!

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს ეპოქაში. უნდა შეგვეცვალოს მენტალიტეტი, სხვაგვარად აზრი არ აქვს არსებობის გაგრძელებას. ვანო, ნაცადი ხერხებით (რა კარგი იქნებოდა სტალინის ძეგლი რომ აეფეთქებინათ რა, ეეჰ… მაგრამ არა უშავს, ჩემს მიერ შემოთავაზებულ გეგმაზე, უარს ვეღარ იტყვიან, დარწმუნებული ვარ), ყველანაირი საშუალებით, გთხოვ, რომ ვაიძულოთ გველი საკუთარი თავი გადაყლაპოს. ვანო, გთხოვ შხამი შხამითვე გამოვდევნოთ! ასე უფრო სამართლიანი იქნება. დაე, თავადვე დაანგრიონ ის, რაც მათი აშენებულია, დაე! მე თანახმა ვარ.

ჩვენს შესახებ

აპრილი 16, 2010

  

ვინ ვართ ჩვენ?

რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, ეს მეტად რთული კითხვაა. ჩვენ დავიბადეთ 2010 წლის 17 აპრილს და ცხადია, ჯერ წესიერად არც ვიცით, ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ. ჩვენ უბრალოდ ახალგამოჩეკილი, არაპროფესიონალი და უვიცი ბლოგერები ვართ. ეს რა თქმა უნდა, ობიექტური რეალობაა. სუბიექტური კი ის გახლავთ, რომ საკუთარ თავზე ამგვარი წარმოდგენა სულაც არ გვაქვს.

რა გვინდა?

ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი თავის შესახებ მოგითხროთ ათასგვარი, დამღლელი და მოსაწყენი ამბავი. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი გრძნობები გაგიმხილოთ და მათზე გაუთავებელი ლაპარაკით, თავი მოგაბეზროთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი ჭკუის საჯარო დემონსტრირება მოვახდინოთ და ამით ზოგიერთი თქვენგანი უნებლიედ დავთრგუნოთ.

ჩვენ ვართ მენტალური ტყუპები და შევეცდებით, მოკლედ გაგეცნოთ. ამიერიდან, ამ ბლოგზე, ცალ_ცალკე დავპოსტავთ. ეს, უბრალოდ პირველი პოსტია და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ერთსულოვნები ვყოფილიყავით. მაშ ასე:

ბიჭი ნაზარეთიდან _ მაღალია, გამხდარი და უცნაურად რელიგიური. ის ახლა არ ზის კომპიუტერთან და ვერ ხედავს, თუ რას ვწერ მასზე. ალბათ ძალიან გამიბრაზდება (არ სიამოვნებს, როდესაც მის რელიგიურობას ვუსვამ ხაზს), მაგრამ ეგ არაფერი, მოვაგვარებთ.

ბატონი კონსტანტინე _ ჩვენი უფროსი კოლეგა და ანალიტიკური აზროვნების უნარით დაჯილდოვებული ადამიანი, ის რომ არ ყოფილიყო, ჩვენი ბლოგი დღის შუქს ვერ იხილავდა.

მე _ სახელს არ გეტყვით. არ მიყვარს სახელის გამხელა, რადგან ცუდი სახელი მქვია, რაც ცუდ ასოციაციებს აღგიძრავთ უეჭველად. შეგიძლიათ ისე მომმართოთ, როგორც გაგიხარდებათ, არაა პრობლემა. კომედიანტი გაწყობთ? იყოს, რაღა დაგიმალოთ და ეს სიტყვა მიზიდავდა ყოველთვის 🙂

ჯერ ეს სამნი ვართ, თუმცა ვვარაუდობთ გამრავლებას. სხვებს თანდათანობით გაგაცნობთ, ახლა კი ამდენი დრო დასაკარგად არ გვემეტება, რადგან ფორმალობების გავლის შემდეგ, სწრაფად გვინდა შევუდგეთ მუშაობას.

ჩვენს მოკრძალებულ მიზნებს კი, ნება გვიბოძეთ და ერთგვარი მანიფესტის ფორმით წარმოგიდგენთ:

„ჩვენ ყველგან ვართ და ჩვენი ერთადერთი გართობის საშუალებაა, თქვენი დაცინვა.

ჩვენი ცხოვრების კრედო და ძირითადი დანიშნულება, სწორედაც თქვენი ნებისმიერი საქციელის გაბიაბრუებაა.

ჩვენ არ გვერიდება არაფრის, რადგან ვართ გულწრფელები.

ჩვენ ვართ არშემდგარი თაობის ცოტათი დაბოღმილი წევრები, რომლებიც ყველა თქვენს საქციელს, შეძლებისდაგვარად, გაამასხარავებენ.

ჩვენ ვართ თვითირონიულები და გვიყვარს საკუთარი თავისთვის ლაფის სროლა.

ჩვენ არ გვაქვს პრივატიზებული ჭეშმარიტება, მაგრამ ჩვენ რასაც ვფიქრობთ, ერთსულოვნად მიგვაჩნია ჭეშმარიტებად.

ჩვენ არ ვართ სექტა და ჩვენ არ ვართ ფარისევლები.

ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებთ დაცინვა და ყველა ხერხს იხმარენ იმისთვის, რომ ამ ცხოვრებაში ეს სიამოვნება არ მოიკლონ.

ჩვენ ვეცდებით თქვენს ქვეცნობიერში ქექვას, სანაცვლოდ კი ჩვენსასაც გამოვააშკარავებთ. ჩვენ არაფერს დავფარავთ.

ჩვენ ვეცდებით თქვენს გაწბილებას.

ჩვენ მაშინ შევწყვეტთ არსებობას, როდესაც თქვენ ჩვენზე ნერვები აღარ მოგეშლებათ“.