ჩვენს შესახებ

  

ვინ ვართ ჩვენ?

რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, ეს მეტად რთული კითხვაა. ჩვენ დავიბადეთ 2010 წლის 17 აპრილს და ცხადია, ჯერ წესიერად არც ვიცით, ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ. ჩვენ უბრალოდ ახალგამოჩეკილი, არაპროფესიონალი და უვიცი ბლოგერები ვართ. ეს რა თქმა უნდა, ობიექტური რეალობაა. სუბიექტური კი ის გახლავთ, რომ საკუთარ თავზე ამგვარი წარმოდგენა სულაც არ გვაქვს.

რა გვინდა?

ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი თავის შესახებ მოგითხროთ ათასგვარი, დამღლელი და მოსაწყენი ამბავი. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი გრძნობები გაგიმხილოთ და მათზე გაუთავებელი ლაპარაკით, თავი მოგაბეზროთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი ჭკუის საჯარო დემონსტრირება მოვახდინოთ და ამით ზოგიერთი თქვენგანი უნებლიედ დავთრგუნოთ.

ჩვენ ვართ მენტალური ტყუპები და შევეცდებით, მოკლედ გაგეცნოთ. ამიერიდან, ამ ბლოგზე, ცალ_ცალკე დავპოსტავთ. ეს, უბრალოდ პირველი პოსტია და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ერთსულოვნები ვყოფილიყავით. მაშ ასე:

ბიჭი ნაზარეთიდან _ მაღალია, გამხდარი და უცნაურად რელიგიური. ის ახლა არ ზის კომპიუტერთან და ვერ ხედავს, თუ რას ვწერ მასზე. ალბათ ძალიან გამიბრაზდება (არ სიამოვნებს, როდესაც მის რელიგიურობას ვუსვამ ხაზს), მაგრამ ეგ არაფერი, მოვაგვარებთ.

ბატონი კონსტანტინე _ ჩვენი უფროსი კოლეგა და ანალიტიკური აზროვნების უნარით დაჯილდოვებული ადამიანი, ის რომ არ ყოფილიყო, ჩვენი ბლოგი დღის შუქს ვერ იხილავდა.

მე _ სახელს არ გეტყვით. არ მიყვარს სახელის გამხელა, რადგან ცუდი სახელი მქვია, რაც ცუდ ასოციაციებს აღგიძრავთ უეჭველად. შეგიძლიათ ისე მომმართოთ, როგორც გაგიხარდებათ, არაა პრობლემა. კომედიანტი გაწყობთ? იყოს, რაღა დაგიმალოთ და ეს სიტყვა მიზიდავდა ყოველთვის 🙂

ჯერ ეს სამნი ვართ, თუმცა ვვარაუდობთ გამრავლებას. სხვებს თანდათანობით გაგაცნობთ, ახლა კი ამდენი დრო დასაკარგად არ გვემეტება, რადგან ფორმალობების გავლის შემდეგ, სწრაფად გვინდა შევუდგეთ მუშაობას.

ჩვენს მოკრძალებულ მიზნებს კი, ნება გვიბოძეთ და ერთგვარი მანიფესტის ფორმით წარმოგიდგენთ:

„ჩვენ ყველგან ვართ და ჩვენი ერთადერთი გართობის საშუალებაა, თქვენი დაცინვა.

ჩვენი ცხოვრების კრედო და ძირითადი დანიშნულება, სწორედაც თქვენი ნებისმიერი საქციელის გაბიაბრუებაა.

ჩვენ არ გვერიდება არაფრის, რადგან ვართ გულწრფელები.

ჩვენ ვართ არშემდგარი თაობის ცოტათი დაბოღმილი წევრები, რომლებიც ყველა თქვენს საქციელს, შეძლებისდაგვარად, გაამასხარავებენ.

ჩვენ ვართ თვითირონიულები და გვიყვარს საკუთარი თავისთვის ლაფის სროლა.

ჩვენ არ გვაქვს პრივატიზებული ჭეშმარიტება, მაგრამ ჩვენ რასაც ვფიქრობთ, ერთსულოვნად მიგვაჩნია ჭეშმარიტებად.

ჩვენ არ ვართ სექტა და ჩვენ არ ვართ ფარისევლები.

ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებთ დაცინვა და ყველა ხერხს იხმარენ იმისთვის, რომ ამ ცხოვრებაში ეს სიამოვნება არ მოიკლონ.

ჩვენ ვეცდებით თქვენს ქვეცნობიერში ქექვას, სანაცვლოდ კი ჩვენსასაც გამოვააშკარავებთ. ჩვენ არაფერს დავფარავთ.

ჩვენ ვეცდებით თქვენს გაწბილებას.

ჩვენ მაშინ შევწყვეტთ არსებობას, როდესაც თქვენ ჩვენზე ნერვები აღარ მოგეშლებათ“.

Advertisements

2 Responses to “ჩვენს შესახებ”

  1. anina Says:

    წარმატებებს გისურვებთ სამივეს : ) დაგაკვირდებით 😛

  2. MetaGamma Says:

    me tu mkitxavt da ar gaqvt mizezi mkitxot, is, risganac iqmneba, kargia.. rac iqmneba, aramomgebiani, miuxedavad imisa, rom saocrad choriknebi vart..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s


%d bloggers like this: