ვინ გჟიმავს შენ? (მაია ასათიანი)

ერთი წუთით წარმოიდგინე სცენა: გძინავს ღრმა და ტკბილი ძილით და გესიზმრება მწვანე ველი, ლამაზი ყვავილებით მოფენილი. უცბად, შენთვის მოულოდნელად ამ ველზე დიდი ფალოსი ჩნდება და შენკენ მოდის. გიკვირს. შოკში ხარ, მაგრამ ის მაინც მოდის. ცოტა ხანში კი ეუფლება შენი სხეულის უკანა შესავალს და ბრახ და გეღვიძება და ხედავ, რომ ვიღაც კაცი გაზის და ცდილობს მძინარე გაგაუპატიუროს! რა რეაქცია გექნება?

არ გაიკვირვო ახლა, რადგან ეს შენთვის უცხო არაა. შენ თუ ხარ ის, ვინც ყოველ ხუთშაბათ საღამოს, გემრიელად კალათდება ტელევიზორის წინ, რთავს „რუსთავი 2“ზე და სიამოვნებისგან ცმუკავს, როდესაც ესმის გადაცემა „პროფილის“ მუსიკა, ჩათვალე, რომ ასე გჟიმავენ! მოდის, მოდის, მოდის გიგანტური ფალოსი. გეღიტინება უკვე?

ვინ იფიქრებდა ადრე, გადაცემა „დროების“ ყურებისას, რომ ეს უწყინარი გოგო, რომელიც ამზადებდა უწყინარ სიუჟეტებს და ქონდა პლიუშის სათამაშო საყვარელი თაგუნას სახე, ოდესმე ასეთ მონსტრად გადაიქცეოდა? ვერც ვერავინ.

შენ ხარ ჭორიკანა? უყურე „პროფილს“. შენ გიყვარს „სთარების“ ცხოვრება? უყურე პროფილს. შენ ხარ პატრიოტი? უყურე პროფილს. შენ ხარ უსაქმური? უყურე „პროფილს“. შენ ხარ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი? უყურე „პრფილს“. ვინ ხარ შენ საბოლოო ჯამში? პასუხი მარტივია: ის ვისაც სიამოვნებს, რომ ძილის დროს ჟიმავენ გიგანტური ფალოსები.

შენ ბევრი საქმის მოგვარება შეგიძლია ამ გადაცემის ყურებით. მაგალითად:

ქველმოქმედება რთული საქმეა, ადამიანური თანაგრძნობის უნარი ბევრს არ შესწევს. გადაცემა კი გაძლევს საუკეთესო შნასს, რომ გახდე კეთილი! დიახ, დიახ. უყურე სიუჟეტს, ვინმე ღარიბი მოხუცის შესახებ, რომელიც შვილმა მიატოვა; უყურე სიუჟეტს ვინმე უნარშეზღუდული ადამიანის შესახებ, რომელსაც ოპერაციისთვის სახსრები არ ყოფნის; უყურე გაჭირვებულებს, დავრდომილებს; უყურე გულის ამაჩუყებელი მუსიკის ფონზე; უყურე ცრემლიან თვალებს და ჰოი საოცრებავ! ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ შენ ცრემლი გადმოგგორდეს თვალებიდან და გახდე თანამგრძნობი, გაიზიარო სხვისი, სრულიად უცხოს გაჭირვება, ეს კი უკვე დიდი სათნოებაა, მეგობარო! შენ უკვე ხარ სათნო! სულ რაღაც 10 წუთიანი სიუჟეტი და შენ ხარ კეთილი! აიღე მობილური, გადარიცხე რაღაც ანგარიშზე ლარიანი და უკვე ხდები ქველმოქმედი! პასიური სიკეთიდან აქტიურ სიკეთეზე გადადიხარ! გილოცავ, ნამდვილად მოსალოცი ხარ.

პატრიოტიზმიც რთული საქმეა. ყველას კი არ ძალუძს უყვარდეს თავისი ქვეყანა და მით უმეტეს თუ მისი ქვეყანა თანამედროვე საქართველოა? რეცეპტი აქაც მზაა: უყურე სიუჟეტს, რომელიც აფხაზეთის ომს ეხება; უყურე სიუჟეტს, რომლიც აგვისტოს მოვლენებს ასახავს; უყურე სიუჟეტს, რომელიც დევნილების სენტიმენტებს აღწერს და ქართულ_აფხაზურ_ოსურ მეგობრობას გახსენებს და ნახავ კიდევ ერთ საოცრებას! შენ, რამდენი წლისაც არ უნდა იყო, რა ინფორმაციაც არ უნდა გქონდეს აფხაზეთისა და ოსეთის შესახებ, სულ რომ არ იცოდე რას ნიშნავს სიტყვა „ომი“, მაინც მიხვდები, რომ რაღაც სერიოზული დანაკლისი გაქვს, რომ გიყვარს შენი დაჭრილი ქვეყანა და რომ შენ გინდა მისი გამთლიანება! აიღე შენი სათამაშო იარაღი და გავარდი გარეთ! შენ უკვე ხარ კეთილიც და პატრიოტიც და ამისთვის სულ რაღაც ნახევარი საათი დაგჭირდა!

მორწმუნე! იყო ნამდვილი მორწმუნე, ეს მეტისმეტად რთულია. ამას ჭირდება წლების გონებრივი და ფიზიკური შრომა, ნებისყოფა და ა.შ. მაგრამ აბა „პროფილი“ რისი “პროფილი“ იქნებოდა, ამის რეცეპტიც რომ არ დაემზადებინა? შენ თუ ერთხელ მაინც ნახავ პატრიარქზე მომზადებულ გადაცემას, ნამდვილად მიხვდები, რომ მართლმადიდებლობა ეს ისაა, რაც შენ გჭირდება. ისეთი შეგრძნება გაგიჩნდება, თითქოს ქრისტე შენს გვერდით ზის და ამ გადაცემას უყურებს. შენ ხდები მორწმუნე, ეს კი მართლა სასწაულია! გადაცემის მერე გინდება, რომ წახვიდე ეკლესიაში და აღარ გამოხვიდე იქიდან არასდროს და განა მეტი რა არის მორწმუნეობა? შენთვის არც არაფერი.

შენ უკვე ხარ კეთილი, პატრიოტი და მორწმუნე. ნელ_ნელა იძენ იუმორის გრძნობას სხვადასხვა სიუჟეტების ყურებისას, იხვეწავ გემოვნებას და უბრალოდ სწავლობ ცხოვრებას. შენ ხდები თანამედროვე, იდეალური მოქალაქე! ასეთები ჭირდება სახელმწიფოს! ნუ ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს, ალბათ.

ქალბატონო მაია და ძვირფასო ტელევიზიავ და სარედაქციო კოლეგიავ, გული მწყდება, რომ ცუდად მძინავს ხოლმე. ძალიან გთხოვთ, არ გამომაპაროთ და როცა ღრმად ჩამეძინება, მომელანდეთ გიგანტურ ფალოსებად და მეც გამჟიმეთ! მეც მინდა განვიცადო მეტამორფოზა და გავხდე იდეალური ადამიანი, ჩვენი თაობის ზეკაცი. მინდა, მაგრამ აქამდე ჯერ ბევრი შრომა მომიწევს, ვიცი და ვეგუები ამას. შენ, ვინც უკვე გაგჟიმეს, არ გეტკინა? ამის მეშინია რა და ერთი ეს მაბრკოლებს, თორემ დანარჩენი არაფერი. სწორი ნაწლავია მაინც და რავი აბა, ვერიდები, კაცი ვარ ბოლობოლო. მაგრამ ეს ის აუცილებელი მსხვერპლია, რასაც „ზეკაცი“ მოითხოვს, ალბათ!

                     

                                          

(პატივისცემით შენი ერთგული კომედიანტი. დღეს გამოვედი იზოლატორიდან და მშვენიერ განწყობაზე ვარ, თუმცა იმდენად დამაშინეს წამებისას, რომ გადავწყვიტე მათზე არაფერი დავწერო 😉 )

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s


%d bloggers like this: